Thu 2 Jun

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის „მზის სადგური“

განახლებადი ენერგიის გამოყენების მიმართულებით კიდევ ერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განხორციელდა. იგი მიზნად ისახავს ელექტროენერგიის გამომუშავებას შემცირებული ემისიისა და დაზოგილი რესურსების ხარჯზე.

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სახურავზე მზის პანელები 1100 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდა. შესაბამისად, 110 კვტ. სიმძლავრის მზის სადგური წელიწადში 135 000 კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც 10 წელიწადში დაახლოებით 500 000 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

მზის სადგურის მიერ მიღებული ელექტროენერგია წლიურად 64 ტონა CO2-ს ამცირებს, რაც 90 ხის დარგვის ეკვივალენტურია. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი განაგრძობს მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას, რაც მდგრადი განვითარების ხელშემწყობია.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი განაგრძობს მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას, რაც მდგრადი განვითარების ხელშემწყობია.