ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი „საქართველოს უნივერსიადა 2021“ -ს შეუერთდა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა, „საქართველოს უნივერსიადა 2021“ -ის ფარგლებში, ჯომარდობაში მიიღო მონაწილეობა. 2,5 კმ-იანი დაშვების მანძილი ნვუ-ს გუნდმა წარმატებით დაფარა. ჩემპიონატი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტის ფედერაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით სპორტის 13 სახეობაში გაიმართება.