Thu 3 Mar
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უკრაინელი სტუდენტებისთვის
უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატავს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
უკრაინულ პარტიორ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტი სთავაზობს:
- უკრაინის მოქალაქე სტუდენტებს - სწავლის უსასყიდლოდ გაგრძელების შესაძლებლობას ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- უკრაინის მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებს - ერთი ან რამდენიმე სემესტრით სწავლას, მისი უკრაინული უნივერსიტეტის მიერ შემდგომი აღიარებით;
- უკრაინული უნივერსიტეტების სტუდენტებს - გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას, შემოდგომის სემესტრიდან, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის 30-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში;
- 10 უკრაინელ სტუდენტს - DAAD-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას “TRADITION VS. MODERNITY IN THE SHARED NEIGHBORHOOD“.
ამ გზით სტუდენტებს ექნებათ სასწავლო პროცესში წყვეტის თავიდან არიდების შესაძლებლობა უკრაინაში მშვიდობის დამყარებამდე და მათ მშობლიურ უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის სრულფასოვან აღდგენამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ ელ. ფოსტაზე ir@newvision.ge
საკონტაქტო პირი: ივანნა მაჩიტიძე - imachitidze@newvision.ge