ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა აცხადებს პირველი ნაკადის მიღებას
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა იწყებს სტუდენტების მიღებას ოთხ პროფესიული მომზადების პროგრამაზე. სწავლება წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით, კინოინდუსტრიის პროფესიონალი წარმომადგენლების მიერ. ეს უზრუნველყოფს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის ხარისხს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე კინოინდუსტრიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
შემოთავაზებული პროგრამები
კინოსკოლა გთავაზობთ შემდეგ 6-თვიან სასერტიფიკატო ქართულენოვან პროგრამებს:
- კინო კამერის ოპერატორი;
- კინო განათების ტექნიკოსი;
- კინოს მემონტაჟე;
- კინოწარმოების სპეციალისტი.
კინოსკოლის მიზანია შექმნას თანამედროვე, ინკლუზიური სასწავლო გარემო, სადაც ყველა მსურველს, განურჩევლად გენდერული კუთვნილებისა თუ სოციალური სტატუსისა, ექნება შესაძლებლობა, დაეუფლოს კინოინდუსტრიის წამყვან პროფესიებს.
უნიკალური შესაძლებლობა
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ არა მხოლოდ ქართულ სერტიფიკატს, არამედ აშშ-ს აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატსაც.
რეგისტრაცია
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 4 ნოემბრამდე დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.
ბმულზე გადასვლის შემდეგ, გთხოვთ მოიძიოთ ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პროგრამები შემუშავებულია და ხორციელდება „USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.
This project is made possible by the support of the American people through the United States Agency for International Development (USAID).