ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი ორგანიზაცია გახდა
ხელმოწერის ცერემონია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენციის ფარლებში გაიმართა, რომელიც ბიზნესის მხრიდან ღირსეული და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნასა და თანასწორობას მიეძღვნა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციას ბიზნესგაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების საკითხების მართვის, გენდერისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საზოგადოებაში და შეუქმნან მათ თანაბარი პირობები.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა კარიერული განვითარების მხარდაჭერით, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების შეთავაზებით. ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამით უკვე არაერთმა ქალმა ისარგებლა საქართველოში.