Sun 21 Aug
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს“
საქართველოს ფუტსალის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ სახელით იასპარეზებს.
ქუთაისის „ტორპედოში“ განხორციელებული სოლიდური ინვესტიციისა და საქართველოში „ინტერის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის შემდეგ, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს“ - ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის რიგით მესამე მასშტაბური პროექტია.
23 აგვისტოს გუნდი თურქეთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი მოწინააღმდეგეები გერმანიის, შვედეთის და თურქეთის ჩემპიონები იქნებიან.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სჭირდება.