ორშ, 22 იან. 2024

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის რეკორდები

23 იანვარს ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა თსუ ანგარიშით 7:0 დაამარცხა და საქართველოს ფუტსალის ლიგაში წაუგებელი სერია 35 მატჩამდე გაზარდა.

სერია უკვე წელიწადსა და 4 თვეს გრძელდება, ხოლო მოგებების სერია 20 თამაშს შეადგენს. ამასთან, მიმდინარე გათამაშების 11 ტურში გუნდს, ბუნებრივია, 11-ივე მოგება აქვს.