Fri 11 Aug

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის ახალწვეული

10 აგვისტოს, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალი წევრი – შოხრუხ მახმადამინოვი. იგი ყირგიზეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ფუტსალის კლუბ „ტიუმენის“ ყოფილი წევრია.
ნიუ ვიჯენ ჯორჯიანსი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპში 23 აგვისტოს ჩაერთვება და ნიდერლანდების, მონტენეგროსა და გიბრალტარის ჩემპიონებთან დაპირისპირების შედეგად, მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა გამოვლინდება.