Thu 1 Jun

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონია

26 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი 2022-2023 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

გუნდი ფინალურ სერიაში „პსპ"-ს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის გუნდიდან საუკეთესოდ გამოცხადდნენ:

საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი
საუკეთესო მეკარე - ბექა ტყემალაძე
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ქურდაძე
საუკეთესო მცველი - შოთა თოფურია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ულოცავს გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე.