Mon 26 Sep

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში

დღეს, სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ჩემპიონატმა, რომელშიც „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ასპარეზობს. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი აქამდე „თელასის“ სახელით გამოდიოდა, თუმცა დღეიდან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდი, ტიტულების მოპოვებას  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით შეეცდება. ეროვნული პირველობის სასტარტო ტურში ავთანდილ ასათიანის ფეხბურთელებმა დამაჯერებელი გამარჯვება ევროპის უნივერსიტეტის გუნდთან მოიპოვეს. "ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" მეტოქეს ანგარიშით 7:3 სძლია.