ნიუ ვიჟენ სტომატოლოგიის ცენტრი პაციენტებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას PLANMECA PROMAX 3D PLUS-ის უახლესი მოდელით სთავაზობს
ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბის სტომატოლოგიის ცენტრში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება უკვე შესაძლებელია PLANMECA PROMAX 3D PLUS-ით.
უახლესი მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებით, კომპანია პლანმეკამ 24-25 ივლისს, სტომატოლოგიის ცენტრის ექიმებისა და უნივერსიტეტის ლექტორებისათვის პრაქტიკული სადემონსტრაციო ტრენინგი ჩაატარა.
PLANMECA PROMAX 3D PLUS-ის უახლესი მოდელი ინოვაციური პროგრამებით და BARCO-ს სამედიცინო მონიტორით სწორი დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა. ის მოემსახურება როგორც ცენტრის პაციენტებს, ასევე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში ჩართულ სტუდენტებსა და ლექტორებს.
ორდღიან მასტერ-კლასს კომპანია პლანმეკას ოფიციალური წარმომადგენელი და რადიოლოგი უძღვებოდა.
ტრენინგის დროს განხილული იყო შემდეგი პროგრამები:
Planmeca proface 3D სახის სკანერი;
უზუსტესი სამგანზომილებიანი ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა მინიმალური დასხივებით;
იმპლანტაციის მოდული- სრული ვირტუალური დაგეგმარება;
ყბა-სახის მიდამოს ფრაგმენტული და სრული ტომოგრაფია;
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ჰაიმორის ღრუს, ცხვირის და ყურის მიდამოს ტომოგრაფია;
სპეციალური პროგრამული რეჟიმები ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ორსულებისთვის - ერთჯერადი მინიმალური დასხივებით.