Wed 28 Jul

ნიუ ვიჟენ სტომატოლოგიის ცენტრი პაციენტებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას PLANMECA PROMAX 3D PLUS-ის უახლესი მოდელით სთავაზობს

ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბის სტომატოლოგიის ცენტრში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება უკვე შესაძლებელია PLANMECA PROMAX 3D PLUS-ით.

უახლესი მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებით, კომპანია პლანმეკამ 24-25 ივლისს, სტომატოლოგიის ცენტრის ექიმებისა და უნივერსიტეტის ლექტორებისათვის პრაქტიკული სადემონსტრაციო ტრენინგი ჩაატარა.

PLANMECA PROMAX 3D PLUS-ის უახლესი მოდელი ინოვაციური პროგრამებით და BARCO-ს სამედიცინო  მონიტორით სწორი დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა. ის მოემსახურება როგორც ცენტრის პაციენტებს, ასევე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში ჩართულ სტუდენტებსა და ლექტორებს.

ორდღიან მასტერ-კლასს კომპანია პლანმეკას ოფიციალური წარმომადგენელი და რადიოლოგი უძღვებოდა.

ტრენინგის დროს განხილული იყო შემდეგი პროგრამები:

  • Planmeca proface 3D სახის სკანერი;
  • უზუსტესი სამგანზომილებიანი ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა მინიმალური დასხივებით;
  • იმპლანტაციის მოდული- სრული ვირტუალური დაგეგმარება;
  • ყბა-სახის მიდამოს ფრაგმენტული და სრული ტომოგრაფია;
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ჰაიმორის ღრუს, ცხვირის და ყურის მიდამოს  ტომოგრაფია;
  • სპეციალური პროგრამული რეჟიმები ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ორსულებისთვის - ერთჯერადი მინიმალური დასხივებით.