Sun 29 Sep

ნეიროქირურგიის ვორკშოპი სტუდენტებისთვის

22 სექტემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ვალტერ ე. დენდის სახელობის ნეიროქირურგიულმა კლუბმა ჩაატარა ვორკშოპი სახელწოდებით "დენდის დღე". ღონისძიების მიზანი იყო ნეიროქირურგიის სფეროში უახლესი მიღწევების გაზიარება, პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობა და ამ სფეროში თანამედროვე პრაქტიკის შესახებ დისკუსიების წახალისება.

ვორკშოპი მოიცავდა სამეცნიერო პანელურ დისკუსიებს ნეიროქირურგების მონაწილეობით და პრაქტიკულ სემინარებს ლუმბალური პუნქციის, ნეირორადიოლოგიისა და პოსტოპერაციული მოვლის თემებზე. ასევე გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი "Brain Bee", რომლის გამარჯვებულებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.