
NeuroScape 2022
15 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაარსებული ლოკალური სამეცნიერო კლუბის ორგანიზებით ტარდება ნეირომეცნიერების კონფერენცია "NeuroScape 2022".
სპიკერებად მოწვეული იქნებიან და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ საქართველოში ცნობილი ნეიროქირურგები. ონლაინ ჩაგვერთვება და ენდოვასკულურ მკურნალობაზე ისაუბრებს მსოფლიოში ცნობილი ნეიროინტერვენციონისტი პროფესორი ოსმან კიზილკილიკი.
კონფერენციაზე პრეზენტაციებით ასევე წარდგებიან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "დენდი საქართველოს" ლოკალური კლუბის სტუდენტებიც, რომელთა პუბლიკაციებიც უკვე გამოქვეყნდა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.
ნეიროს მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რეზიდენტებსა თუ ექიმებს შეგიძლიათ კონფერენციაში როგორც აქტიური (აბსტრაქტების გამოგზავნა და შემდგომ მათი წარდგენა), ასევე პასიური (კონფერენციაზე დასწრება პრეზენტაციის გარეშე) მონაწილეობა.
გაიცემა მონაწილეობის სერთიფიკატი, მონაწილეობის ტიპის (აქტიური თუ პასიური) შესაბამისად. აბსტრაქტების გამოგზავნას შეძლებთ 7 ოქტომბრის ჩათვლით, რეგისტრაცია გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით. აბსტრაქტებს შეაფასებს და შედეგებს შეგატყობინებთ კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი.
აბსტრაქტი გამოაგზავნეთ აქ. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ აქ.
