Invalid Date NaN Invalid Date

იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებულ დისციპლინურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2021 წლის 27-28 ნოემბერს. იმიტირებულ დისციპლინურ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები.

გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. სასურველია გუნდს ჰყავდეს მწვრთნელი/ქოუჩი.

შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ დისციპლინურ პროცესზე. იმიტირებული პროცესები ჩატარდება 2 ეტაპად: პირველადი რაუნდების შემდეგ, ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გადასული გუნდების სპეციალური ნომინაციებისა და ჯილდოების შესახებ ცნობილი გახდება უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას, ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ.

იმიტირებული პროცესები Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalethicschair@newvision.ge

იმიტირებული პროცესების წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.