
იმიტირებული პროცესები არბიტრთა პროფესიულ ეთიკაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას არბიტრთა პროფესიული ეთიკის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. იმიტირებული პროცესები გაიმართება 2022 წლის 3-4 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში. იმიტირებულ დისციპლინურ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან მოქმედი არბიტრები.
გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევა 10 გუნდი, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. სასურველია გუნდს ჰყავდეს მწვრთნელი/ქოუჩი.
იმიტირებული პროცესები გაიმართება ქართულ ენაზე, ონლაინ რეჟიმში.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით (24:00) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
იმიტირებული პროცესების წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.