Fri 19 Mar

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აიესეკ საქართველოსთან

უნივერსიტეტსა და აიესეკ საქართველოს შორის შეთანხმდა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი. პარტნიორობა ითვალისწინებს ახალგაზრდების ლიდერად ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მათთვის არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებასა და საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას.


ამ დღის აღსანიშნავად აიესეკ საქართველოს გუნდმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ.