Thu 14 Nov

სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. იმიტირებული პროცესების თემა იქნება მომხმარებლის უფლებები. 

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან სერთიფიცირებული მედიატორები.  გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისგან/სტუდენტისგან. 

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა  (იხ. დანართი) უნდა გამოაგზავნონ 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით (24:00 სთ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: consumermoot@newvision.ge 

იმიტირებული პროცესების წესებისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები გაიმართება 2025 წლის 8-9 თებერვალს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.