Wed 7 Feb

შრომის სამართლის სასამართლო და იმიტირებული პროცესები

2024 წლის 29 იანვარს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების ზეპირი რაუნდები გაიმართა.

საწყის ეტაპზე, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლებრივ წერაში, საპროცესო უნარებსა და მედიაციაში. რის შემდგომაც, თითოეულმა მონაწილე გუნდმა სამართლებრივი დასკვნა, სარჩელი და შესაგებელი მოამზადა.

იმიტირებულ პროცესებზე შემფასებლები იყვნენ პრაქტიკოსი იურისტები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს დეტალური უკუკავშირი გაუზიარეს.

იმიტირებული პროცესების დასრულების შემდგომ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა, რომელთაც სერტიფიკატები, სახელმძღვანელოები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.