Tue 15 Aug

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
საგანმანათლებლო პროგრამა საუნივერსიტეტო გამოცდის სახე
სამართალი გამოცდა სპეციალობაში
პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები გასაუბრება
ბიზნესის ადმინისტრირება გასაუბრება
საექთნო საქმე გასაუბრება
ფიზიკური  მედიცინა და რეაბილიტაცია გასაუბრება
  სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).
ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დანიშნულია 07 სექტემბერს 18:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11). სტუდენტს შეუძლია სათანადო საფუძვლის არსებობისას, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად ან სხვა დღეს. სპეციალობის გამოცდა ტარდება 08 სექტემბერს 12:00 საათზე, ხოლო გასაუბრებები – 08 სექტემბერს 16:00 საათზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11).   განაცხადის ელექტრონული ფორმა უცხო ენის გამოცდის ნიმუში