Sat 2 Jul

შეხვედრა მწერალ რუსუდან რუხაძესთან

30 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მწერალ რუსუდან რუხაძეს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, რომლის მთავარი თემა იყო - „წიგნი, როგორც მზრუნველი“, რუსუდან რუხაძემ ისაუბრა წიგნისა და მკითხველის ემოციურ კავშირზე, მწერლის განსხვავებულ მოტივებზე ნაწარმოების წერისას და წიგნის როლზე ტექნოლოგიების საუკუნეში. საინტერესო განვითარება მოჰყვა საუბარს წერისა და კითხვის მზრუნველობით ხასიათზე, რაც ხშირად სხვადასხვა უნარის შეძენასა და გაუმჯობესებაში გამოიხატება.

რუსუდან რუხაძის ნაწარმოებმა „სიყვარულის წონა“ წელს თავისუფალი ლიტერას საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო 2016 წლის ბესტსელერი „ერთი თქვენგანი გამცემს“ ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულია.