შეხვედრა „სიმულაციები როგორც ევროპისმცოდნეობის სწავლების მეთოდი“
13 დეკემბერს, ჟან მონეს პროექტის - „სამართლებრივი დაახლოების სტრატეგიებისა და გადაწყვეტილებების შედარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა - „სიმულაციები როგორც ევროპისმცოდნეობის სწავლების მეთოდი“.
შეხვედრაზე, პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორმა, გვანცა დავითაშვილმა, მიიღო მონაწილეობა და განიხილა საქართველოში ევროპისმცოდნეობის სწავლების მეთოდები და გამოცდილება. მან ხაზი გაუსვა ევროპისცმოდნეობის სიმულაციების მეთოდით სწავლების მნიშვნელობას, რაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ნაწილია მისი კურსების ფარგლებში („ევროპეიზაცია“ და „ევროპული კავშირის საგარეო პოლიტიკა“).
პროექტის პარტნიორია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ზაარლენდის უნივერსიტეტთან და კიევის უნივერსიტეტთან ერთად. პროექტის კოორდინატორია ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.