Thu 29 Jul

მედიცინის სკოლის სტუდენტების წარმატება „CLINICALKEY STUDENT GLOBAL CHALLENGE 2021-ში”

„ClinicalKey Student Global Challenge 2021-ის” 100-ზე მეტი ქვეყნის 7 500 აპლიკანტს შორის, კონკურსის ფინალში მოხვდა მედიცინის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, ონიეკაჩი ემმანუელ ანიაგუა. მან წარმატებით გაიარა კონკურსის რაუნდები და 14 სხვა მონაწილესთან ერთად იასპარეზებს ფინალში.

ასევე, მედიცინის სკოლის კიდევ ერთი სტუდენტი, ჯილ კარი გახდა კონკურსის ნახევარფინალისტი და დაიმსახურა საპატიო მონაწილის წოდება Elsevier-ის გუნდისგან.

ClinicalKey Student Global Challenge (CKSGC) არის Elsevier- ის მიერ ორგანიზებული კონკურსი მედიცინის სტუდენტებისათვის, როლის მიზანია სტუდენტების სამედიცინო ცოდნისა და ლიდერობის უნარების შემოწმება. კონკურსი მოიცავს კითხვების ოთხ რაუნდს, ნახევარფინალის ვიდეო ტურსა და დიდ ფინალს, სადაც მხოლოდ 15 ფინალისტი მონაწილეობს.

წყარო

Onyekachi Emmanuel Anyagwa

Jill Kar