სამაგისტრო 2024-2025
მიღება მიმდინარეობს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
- სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო სამაგისტრო პროგრამა
საგანმანათლებლო პროგრამა |
კვალიფიკაცია |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები |
შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალი |
სამართლის მაგისტრი |
სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. |
ბიზნესის ადმინისტრირება |
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი |
ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარსხი. |
სამედიცინო რეაბილიტაცია და ჯანდაცვის მენეჯმენტი |
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი |
დიპლომირებული მედიკოსის, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის ან სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით. |
ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი |
ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. |
|
ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო |
მაგისტრი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოში |
ზოგადად ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. |
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობით და ჩაბარებულად ითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში.
დეტალური ინფორმაცია სპეციალობის გამოცდის შესახებ იხილეთ აქ.
გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება საჭიროების შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ ფლობს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;
- 1 ფოტოსურათი 3x4;
- ავტობიოგრაფია / CV ;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე). აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია ინგლისური ენის ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტში;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ სხვა ქვეყანაში;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადის მიღება - 10 სექტემბერი, 23:59 სთ
- ინგლისურის ტესტი - 10 სექტემბერი არის ბოლო ვადა, საგამონაკლისოდ შესაძლებელია ჩატარდეს სპეციალობის გამოცდის შემდეგ
- სპეციალობის გამოცდა - 11 სექტმებერი, შედეგები ცნობილი იქნება გამოცდის დასრულებისთანავე
- აპელაცია - 12-13 მიღება-განხილვა
- აპელაციის შედეგები 14 სექტემბერი
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია არაუგვიანეს 26 სექტემბრისა.