Wed 16 Mar

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების წარმატება სპორტის არბიტრაჟის საერთაშორისო შეჯიბრში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი სპორტის არბიტრაჟის პირველ საერთაშორისო სტუდენტურ შეჯიბრში 8 საუკეთესო გუნდს შორის არის, რომელიც შეჯიბრის მეოთხედ ფინალის ეტაპზე გადავიდა. გუნდს წარმოადგენენ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, თათია ნიკვაშვილი და ალექსანდრე ხარატიშვილი.

ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის გუნდი ერთადერთია საქართველოდან, რომელიც ამ შეჯიბრში მონაწილეობს. გუნდის მწვრთნელია უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფო ტყემალაძე.