სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მზადება ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ბოსნია-ჰერცოგოვინაში იმყოფებოდა. გუნდმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციასა და მოსამზადებელ სესიებში და წარმატებით იასპარეზა "ბალკანურ პრე-მუთში", რომელიც CLDP-ის ორგანიზებით ჩატარდა.
სარაევოსა და ზენიცაში მიღებული გამოცდილებითა და ცოდნით, გუნდი აგრძელებს მზადებას ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის.
გუნდის წევრები არიან შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, თათია ნიკვაშვილი, ელენე კუტალაძე, ალექსანდრე ხარატიშვილი და ქეთი მინდიაშვილი. გუნდის მწვრთნელები არიან ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები, ლიკა კაპანაძე და გიორგი ხარაიშვილი.