იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
2023 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებისათვის ჩაატარა ერთ კვირიანი ინტენსიური კურსი (crash course) იურიდიულ ეთიკაში.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ინტენსიური კურსი დაეხმარა სტუდენტებს გააცნობიერონ ადვოკატირების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ეთიკური განზომილება. კურსი, ასევე, დაეხმარა მათ დამოუკიდებლად დასახონ იმ პოტენციური ეთიკური საკითხების მართვის გზები, რომლებსაც ისინი შეხვდებიან პრაქტიკაში. კურსმა მოიცვა ლექციების სერია ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე; მასში მოცემული იყო საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რეგულაციების შედარებითი ანალიზი ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე.
კურსს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და ადვოკატი – ანა ლორია. ინტენსიურ კურსზე მონაწილეობა მიიღო 31-მა სტუდენტმა, საიდანად კურსი სრულად გაიარა ჯამში 19-მა სტუდენტმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ანალოგიური კურსი 4 რეგიონულ უნივერსიტეტში გამართა.