Tue 12 Nov
პრაქტიკული კურსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის კლინიკაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იწყებს იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსის მონაწილეთა მიღებას.
მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის, საბაკალავრო საფეხურის IV კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებს.
იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი მედეა ინასარიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი.
ფორმატი იქნება ჰიბრიდული, რაც მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე, პირისპირ შეხვედრებს.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:
- გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს;
- შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება;
- გაეცნობიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს;
- დაეუფლონ გადაწყვეტილებისა/რეკომენდაციების წერის უნარებს.
იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.