იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორების გამოსაშვები საღამო
2024 წლის 2 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა გამოსაშვები ღონისძიება გამართა. ცერემონიის ფარგლებში, პროგრამის მე-17 გამოშვების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და მადლიერება გამოხატეს შესაძლებლობისთვის, თავიანთი თეორიული ცოდნის რეალიზება მოეხდინათ პრაქტიკაში.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას: სტუდენტი სწავლობს კეთებით, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი ყოველ 6 თვეში აცხადებს კონკურსს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და შესაძლებლობას აძლევს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შეიძინონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება რეალურ კლიენტებთან რეალურ საქმეებში ჩართულობით.