Wed 6 Jul

იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟირების კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულთა კმაყოფილებისა და დასაქმების კვლევა ჩატარდა. გამოკითხვის მიზანი გახლდათ სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულთა კმაყოფილების ხარისხის კვლევა, ასევე, გამოკითხვის მიზანი იყო, გამოკვეთილიყო კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი. კვლევა წარიმართა ელექტრონულ ფორმატში, ანონიმურად, ხოლო, შედეგები დაჯამდა და განზოგადდა.

კვლევის შედეგებმა ცხადჰყო, რომ გამოკითხულთა 92% კმაყოფილების მაღალი ხარისხით აფასებს ცენტრში მათ საქმიანობას ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით, ხოლო თითოეული გამოკითხული აღნიშნავს, რომ სტაჟირების პერიოდში მიღებული ცოდნა პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარა. გამოკითხულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლმა 80% შეადგინა, მათ შორის 75% კი - იურიდიულ სფეროშია დასაქმებული.