Tue 28 May
ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში
პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორმა - გვანცა დავითაშვილმა ესპანეთში პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროპულ ინტეგრაციაზე ლექციების კურსი წაიკითხა.
26 აპრილს მან ბასკეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს ევროპული კავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით.
8 მაისს კი მან სარაგოსას უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე: ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში.