Sun 19 Dec
ლექცია თემაზე - „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში“
16 დეკემბერს, სარაგოსას უნივერსიტეტის მიწვევით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორმა გვანცა დავითაშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე - „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში“. ლექციის ფარგლებში, გვანცა დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მზარდ მნიშვნელობაზე ევროპის კავშირთან დაახლოვების პროცესში, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის, გამოხატვის თავისუფლებისა და თანასწორობის კონტექსტში. ამასთან, განიხილა ევროპის კავშირის მხარდაჭერის პრაქტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების მიმართ.
ლექცია დისტანციური ფორმით ჩატარდა და მას სარაგოსას უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.