Sun 21 May
ლექცია მასწავლებლებისთვის: „ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გასავითარებლად“
13 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მასწავლებლებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე „ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გასავითარებლად”.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრაც. დასასრულს, 60-მდე მასწავლებელს გადაეცა სერტიფიკატი.
ღონისძიების მიზანს სასკოლო სწავლების პროცესში არაფორმალური განათლების სხვადასხვა მექანიზმის განხილვა და მათი გამოყენების წახალისება წარმოადგენდა.