Thu 8 Apr
სტაჟირების პროგრამა სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის
7 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანიას „შპს თორაძე და პარტნიორები" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი პრაქტიკული კომპონენტების განვითარების გზით იურიდიული განათლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. სამართლის სკოლის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამთვიანი სტაჟირება გაიარონ იურიდიულ კომპანიაში.