Invalid Date NaN Invalid Date

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სისხლის დონაციის უანგარო აქცია გაიმართა

2023 წლის სისხლის დონორის მსოფლიო დღის კამპანიის სლოგანია: „გაიღე სისხლი, მიეცი პლაზმა, გააზიარე სიცოცხლე, გააზიარე ხშირად“.

14-16 ივნისს, სისხლის დონაციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში ათობით ადამიანი გახდა უანგარო დონორი, მათ შორის უნივერსიტეტის პერსონალი, სტუდენტები და ნიუ ვიჟენ ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლები.

დონაციის მსურველებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სისხლის ბანკში დონაცია და ამ გზით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

#გაიღესისხლისხვისთვის

#უანგაროდონაცია