14-16 ივნისს, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 11:00-16:00 საათებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია, დაავადებების დროული გამოვლენა და გართულებების პრევენცია. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სისხლის ბანკი საშუალებას გაძლევთ, უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაიტაროთ შემდეგი გამოკვლევები: • სისხლის საერთო ანალიზი • ჰემოგლობინი • B და C ჰეპატიტი
• აივ ინფექცია (შიდსი) • ათაშანგი (სიფილისი) დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანი 55 კგ- დან. მისამართი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსი (ნ. ბოხუას #11), სისხლის ბანკი, მეოთხე სართული.