Thu 28 Jan

ნიუ ვიჟენ მედიისა და „ფილმმეიქერი“-ს ერთობლივი პროექტი

ნიუ ვიჟენ მედიისა და „ფილმმეიქერის“ ერთობლივი პროექტი უნივერსიტეტის მედიისა და კინოსკოლის ჩამოყალიბების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ის მიზნად ისახავს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია კინოინდუსტრიის გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ, ამავდროულად ხელი შეუწყოს ამ სფეროს შემდგომ პოპულარიზაციას. რამდენიმე თვიანი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა 48 ვიდეო რგოლი სამი ძირითადი მიმართულებით:

-კინომატოგრაფიასთან დაკავშირებული პროფესიები;

-კინოინდუსტრიის გამოწვევები;

-გირჩევთ ფილმს.