Mon 25 Dec
აჩი არველაძისა და გიორგი კეკელიძის სტუმრობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
22 დეკემბერს აჩი არველაძისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის მონაწილეობით იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული წიგნის განხილვა გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ინტერ აკადემია საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა დაინტერესებული პირისთვის გამორჩეული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან კრუიფის ფეხბურთის ხედვის გაზიარება იყო.
შეხვედრის ბოლოს, სპორტულ ქვიზში გამარჯვებულებს სამახსოვროდ სპორტული ლიტერატურის ნაკრები გადაეცათ.