
პროექტი „ევროპული მმართველობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა – EUCGC”

პროექტი „ევროპული მმართველობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა – EUCGC” დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ ჟან მონეს 2022 წლის პროგრამის ფარგლებში. პროექტის კოორდინატორია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, წარმოდგენილი სამართლის სკოლის სისხლის სამართლის პროფესორით ტომას კრუზმანით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია UNIC Business Integrity Academy (უკრაინა), University Hospital Heidelberg (გერმანია), European Business Association და Slovak Compliance Circle (სლოვაკეთი).
აღნიშნული პროექტის მიზანია, შეაფასოს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა კოვიდ პანდემიის შემდგომ ბიზნეს გარემოს აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში. პროექტი EUCGC უზრუნველყოფს ევროკავშირის მოწინავე სტანდარტებისა და კორპორატიული მართვის საუკეთესო გამოცდილების შესახებ ცოდნის გაზიარებას და ინფორმაციის გავრცელებას როგორც სამართლისა და ბიზნესის მიმართულებების სტუდენტებისთვის, ისე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის.