Fri 10 Dec

ჟან მონნე მოდულის მეორე ყოველწლიური სკოლა - „სამართლებრივი დაახლოვების თეორია და მეთოდოლოგია“

9 დეკემბერს, ჟან მონნე მოდულის - „სამართლებრივი დაახლოვების ლაბორატორია“, ფარგლებში ჩატარდა მეორე ყოველწლიური სკოლა თემაზე „სამართლებრივი დაახლოვების თეორია და მეთოდოლოგია“. ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორმა გვანცა დავითაშვილმა წაიკითხა ლექცია „საქართველოს სამართლებრივი სისტემის ევროპეიზაცია“.

ჟან მონნე მოდულის მიზანია ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივი დაახლოვების პროცესის თაობაზე ცოდნის გაღრმავება და აკადემიური დისკუსიების ხელშეწყობა. ყოველწიური სკოლები ტარდება დისტანციურად და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს სტუდენტებთან ერთად საჯარო მოხელეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალშემოქმედების პროცესში (დამატებითი ინფორმაცია).

ჟან მონნე მოდულის ფარგლებში სკოლის ორგანიზატორია ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი).