სტაჟირება შრომის სამართლის კლინიკაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შრომის სამართლის კლინიკაში სტაჟიორთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობის საფუძველზე კლინიკის სტუდენტები ხელმძღვანელის ზედამხედველობით გააანალიზებენ შრომის ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს. შრომის ინსპექციის პრაქტიკის განზოგადება გამოკვეთს არსებულ გამოწვევებს და ხელს შეუწყობს პრაქტიკის განვითარებას.
კლინიკაში კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
შრომის სამართლის კლინიკაში სტაჟირების გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა.