მიღება იურიდიული დახმარების ცენტში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, ასევე, ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სტაჟირების პროგრამა დაიწყება 2024 წლის პირველი აპრილიდან და მისი ვადა შეადგენს 6 თვეს.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. წერილობითი გამოცდა ჩატარდება 20 მარტს. სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე.
იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2024 წლის 18 მარტისა: https://shorturl.at/akLTY
უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს: უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას; დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.