Fri 17 Nov

კოტე მახარაძის სახელობის სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ტურნირი

29 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა კოტე მახარაძის სახელობის სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა. 

მედიატურნირში, რომელიც უკვე 4 წელია ტარდება, მონაწილეობა 7 ქვეყნის ჟურნალისტთა ნაკრებმა გუნდმა მიიღო: ყაზახეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ლატვია და ინდოეთი. 

საფეხბურთო ტურნირი, რომელიც თბილისში, მილანის ინტერის აკადემიის ტერიტორიაზე ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.