Fri 4 Aug

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლა კორუნიას უნივერსიტეტში

17-28 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორმა, ეთერ გლურჯიძემ და მედიცინის სკოლის სტუდენტებმა, ანა ადამიამ და ანა ბერეკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც ესპანეთში, ლა კორუნიას უნივერსიტეტის ორგანიზებით  გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები დაესწრნენ მათთვის საინტერესო მიმართულების ლექციებს, გაიარეს ესპანური ენის კურსი და ჩაერთნენ სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობებში. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2013 წლიდან ხორციელდება და წელს აერთიანებდა 70-მდე მონაწილეს ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. აღნიშნული მობილობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ლა კორუნიას უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.