Fri 28 Oct

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა კოტე მახარაძის სახელობის სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა. ლეგენდარული ქართველი კომენტატორის სახელობის მედია ტურნირი რამდენიმე წელია ტარდება და მასში მონაწილეობა წელს 8 გუნდმა მიიღო. გამარჯვებული ყაზახეთის სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში, ქართველი კოლეგების დამარცხება შეძლო. საინტერესო პაექრობები გამართეს ასევე აზერბაიჯანის, მოლდოვას, რუმინეთისა და სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებებმა. ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა, თუმცა მათ მხარდასაჭერად საქართველოს ნაკრებმა სწორედ უკრაინის დროშის ფერის სამკლაურებით იასპარეზა.