Tue 7 Jun

საერთაშორისო კინოფესტივალი Septimius Awards 2022

7 ივნისს, ქალაქ ამსტერდამში, საერთაშორისო კინოფესტივალის „Septimius Awards 2022“-ის შემაჯამებელი საღამო და დაჯილდოვება გაიმართა.

გიგა აგლაძის ფილმი „მეორე მე“ (The Other Me) სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი: საუკეთესო ევროპული ფილმი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო პროდიუსერი. ამ უკანასკნელ ნომინაციაში ფილმს მთავარი ჯილდო გადაეცა.

ფილმის თანაპროდიუსერია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ხოლო ნიუ ვიჟენ დაზღვევის მიერ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევამ ფილმის საერთაშორისო გაქირავებაში გაშვება განაპირობა.