Thu 13 Jan
საერთაშორისო კონფერენცია
14-15 იანვარს, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია „სხვა ევროპა? მედეგობა და სიმტკიცე ჩვენს რეგიონში“. დასწრების შესაძლებლობა აქვთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი გვანცა დავითაშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე: ევროპული კავშირის საგარეო პოლიტიკის მედეგობის მშენებლობის დღის წესრიგი და მისი იმპლემენტაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.