Thu 2 Sep

ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (სკოლის ატესტატი) ასლი (სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დაწყებამდე უნივერსიტეტში წარმოადგინოს სკოლის ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
  • ფოტოსურათი (3X4).

საორიენტაციო შეხვედრა გაიმართება 9 სექტემბერს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 13 სექტემბერს.

 ელექტრონული განაცხადის შესავსები ფორმა  იხილეთ აქ