Thu 2 Sep
ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (სკოლის ატესტატი) ასლი (სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დაწყებამდე უნივერსიტეტში წარმოადგინოს სკოლის ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
- ფოტოსურათი (3X4).
საორიენტაციო შეხვედრა გაიმართება 9 სექტემბერს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 13 სექტემბერს.
ელექტრონული განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ აქ