ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ვიზიტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
14 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საფეხბურთო კომპლექსი, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მილანის „ინტერის“ აკადემია ფუნქციონირებს, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.
საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიან 5 მოედანს, რამდენიმე ტრიბუნას, გასახდელებსა და მოედნების განათებას მოიცავს. აკადემიაში ჩარიცხული 5-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კი საწვრთნელ პროცესს, ინტერის აკადემიის იტალიელ მწვრთნელებთან ერთად, სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის მქონე მწვრთნელები უძღვებიან.